სახლი სრულყოფილი ცხოვრებისთვის

სახლი სრულყოფილი ცხოვრებისთვის

კომპანიის უმთავრესი მიზანია შევქმნათ საცხოვრებლად მყუდრო და კომფორტული გარემო, სადაც გაერთიანებული იქნება ყველა ის დეტალი რომელიც უმთავრესია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მშვიდი ცხოვრებისთვის.

ჩვენ შესახებ

‘’ეთჰოუმი’’ - ბრენდი რომელიც აშენებს თქვენი სრულყოფილი მომავლისთვის!

ჩვენი კომპანიის საქმიანობა, სამშენებლო და დეველოპერული პროექტებია, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, საოფისე, მოსასვენებელ  და რეკრეაციულ ზონებს ერთ სივრცეში. 

‘’ეთჰოუმის’’ თითოეული პროექტი გამორჩეული იქნება თანამედროვე მშენებლობის კონცეფციით, რაც ითვალისწინებს  ევროპულ გათბობა-ვენტილაციის სისტემებსა და პრემიუმ ხარისხის ენერგოეფექტურ  სამშენებლო მასალებს.

უპირატესობები

გაეცანით ჩვენს უპირატესობებს

ჰიპერმარკეტი აგროჰაბი

1470 კვ.მ ფართობის ჰიპერმარკეტი, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსის პირველ სართულზე იქნება განთავსებული და მასთან ერთად მეორე სართული გააერთიანებს ''აგროჰაბის'' კაფეს.

პარკინგი

100 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის სივრცე

ტერასა და კაფეტერია

მესამე სართულზე ტერასა განთავსდება, რომლის საერთო ფართი 540 კვ.მ იქნება. საცხოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ გამწვანებული სივრცეებითა და დასასვენებელი ზონით. ტერასა გააერთიანებს კეთილმოწყობილ საბავშვო სივრცესა და იტალიურ-აზიურ სამზარეულოს.

სპორტ დარბაზი

ჯანსაღი ცხოვრების წესი და მობინადრეებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპლექსის მესამე სართულზე განთავსებული იქნება სპორტული დარბაზი.

სახანძრო სისტემა

სადარბაზოსა და პარკინგზე დამონტაჟებული სპრინკლერები, ცეცხლმდეგი კარი და ლიფტები

წყლის რეზერვუარი

75 ტონიანი რეზერვუარი სახანძრო სისტემის მუშაობისთვის და ბინების წყალმომარაგებისთვის

გენერატორი

ლიფტების, სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების გამართული მუშაობისა და საერთო სარგებლობის ფართების ავარიული განათებისთვის

ჩვენი პროექტები

’’ეთჰოუმი’’ საბურთალოზე

ლოკაცია : უნივერსიტეტის 39

’’ეთჰოუმი’’ საბურთალოზე, ყველაზე მოთხოვნადი ლოკაციით გამოირჩევა რომელიც ერთგვარად აკავშირებს ერთმანეთთან რამოდენიმე პრესტიჟულ უბანს.

გარშემორტყმული რეკრეაციული ზონა, სუფთა ჰაერი , გაშლილი სივრცე და ხედები, პროექტის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა.


კომპლექსთან არსებული ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელი ხიდი და ხეობა, რომელიც ქალაქისთვის ფაქტობრივად ჟანგბადის არტერიაა, იძლევა ბუნებასთან წვდომის და განტვირთვის მეტ საშუალებას. პროექტი 21 სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია.

ეთჰოუმის მობინადრეებს დამატებითი კომფორტისთვის შენობიდან გაუსვლელად შეეძლებათ ისარგებლონ აგროჰაბის ჰიპერმარკეტით, სამდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომითა და 540კვ.მ გამწვანებული საზაფხულო ტერასით, იტალიურ-აზიური სამზარეულოთი და სპორტული დარბაზით.
საცხოვრებელი ბინების ფართობი 51 კვ. მ-დან იწყება და განლაგებული იქნება 4 სართულიდან მე-21 სართულის ჩათვლით. პირველ მობინადრეებს ‘’ეთ ჰოუმი’’ 2023 წლის გაზაფხულზე მიიღებს.

პროგრამა მოქმედებს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ნებისმიერ ბანკში იპოთეკური სესხის აღებისას. ვის ეხება სუბსიდირების პროგრამა? მათ, ვისაც 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეეძინათ შვილი (სახელმწიფო ფარავს 3,5%-დან 6%-მდე) მათ, ვისაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ყავს (სახელმწიფო აფინანსებს 1,5%-დან 8%-მდე) მათ, ვინც 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ აიყვანა შვილი ( სახელმწიფო აფინანსებს 3,5%-დან 6%-მდე) სახელმწიფო სუბსიდირების ვადა: 60 თვე

ისარგებლე -10% ფასდაკლებით საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით ბინის შეძენისას

ბინის შესაძენად საჭიროა ბინის ღირებულების 20%-ის გადახდა თანამონაწილეობის სახით. დარჩენილ 80%-ზე კი გაიცემა სესხი 10 წლამდე ვადით.
₾ – 14.29%-დან
€ – 6%-დან
$ – 6.3%-დან

საცხოვრებელი კომპლექსი სრულად არის დაცული 24 სთ-ის განმავლობაში.

კომპლექსის მაცხოვრებლები სრულიად უფასოდ ისარგებლებენ კონსიერჟ სერვისით, იქნება ეს პარკირება, ტაქსის გამოძახება თუ ბინის ტექნიკური მხარდაჭერა.

ჩვენ მზად ვართ  დაგიკავშირდეთ