როგორ შევქმნათ მშვიდი და მყუდრო გარემო ჩვენს სახლებში
მიუხედავად იმისა, რომ სიმყუდროვის განცდა ყველაზე ხშირად ასოცირდება შემოდგომასთან ან ზამთართან, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია მყუდრო შეგრძნების შექმნა მთელი წლის განმავლობაში.
სიმყუდროვე არ არის სახელი, ეს არის სითბოს და კომფორტის განცდა.
კარგი განათება
როდესაც საქმე განათების შერჩევაზეა, უმრავლესობა არჩევანს სტანდარტული ტიპის ჭაღებზე აკეთებს. თუმცა, დიზაინერული დეკორატიული განათებები უფრო ელეგანტურს და მყუდროს გახდის თქვენს სივრცეს.
ფერები
განწყობის შექმნაში ფერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნათელ, კაშკაშა ფერებს ენერგიაზე მოვყავართ, ხოლო ნეიტრალურ ტონებს დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ. ფერის დახმარებით შეგვიძლია ხაზი გავუსვათ სივრცის ფუნქციას ან დავაკავშიროთ ერთი სივრცე მეორესთან.
ძველი და ახალი ნივთები
ძველი სახლებში, რომლებშიც რამდენიმე თაობა ცხოვრობდა, ძირითადად გვხვდება ბევრი ვინტაჟური ან ანტიკვარული ნივთები. ისინი ანიჭებენ სახლს სიმყუდროვეს და ხიბლს. ახლის ძველთან შერევა კარგი გადაწყვეტილებაა კომფორტული, საცხოვრებელი და მყუდრო გარემოს შესაქმნელად.
ტექსტურის დამატება – ამ ელემენტის ჩართვა შეგიძლიათ ისეთი ნივთების საშუალებით, როგორიცაა ფარდაგები, პლედები, ბალიშის გადასაფარებლები და სხვა
ნაცნობი სურნელი
ალბათ უცნაურია, თუ როგორ უკავშირდება სურნელი მეხსიერებას? ზოგიერთი სურნელი ხომ ბავშვობის, არდადეგების და ბედნიერების მოგონებებს იწვევს…იფიქრეთ თქვენს სახლში სურნელის შეცვლაზე, რაც ხელს შეუწყობს მყუდრო მეხსიერების გააქტიურებას.
აქსესუარები
როგორც ამბობენ, დეტალები მნიშვნელოვანია. ინტერიერის დიზაინში დიდი მნიშვნელობა ენიჭება აქსესუარებს. სწორედ ისინი ქმნიან პირველ შთაბეჭდილებას ბინის მფლობელზე. აქსესუარები ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს სახლის მთლიან სტილს, უნდა ჯდებოდეს მასში და კიდევ უფრო აძლიერებდეს მას, იქნება ეს თანამედროვე თუ ტრადიციული სტილი.
ყველა ნივთს აქვს თავისი დანიშნულება, მთავარია მათი სწორად გამოყენებით შევქმნათ თბილი, მყუდრო და და სასიამოვნო გარემო ჩვენს სახლებში.